“ნაციონალური მოძრაობის წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
“მეათე წელია ვერ გავრკვეულვართ ომი ვინ დაიწყო საქართველოში, მეექვსე წელია ვერ დავადგინეთ, ცოცხი ეტევა თუარა უკანალში, მესამე დღეა ვდაობთ, ვიღაცის უნიჭო და სრულიად არაფერმა ნაჯღაბნმა შელახა თუ არა ჩვენი რელიგიური გრძნობები და ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა ყველა სფეროში შემოაღწია კრემლმა, ტიტუშკებით დააკომპლექტა ერისა და ბერის ნაწილი, ბერას გარეპილზე საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღება ქვეყანაში, ივანიშვილმა ააოხრა წილხვედრი და ჩვენ გაბუნიას გადავცემთ ანათემას და არა მაოხრებელს…
ოდესმე აუცილებლად გვეშველება, მთავარია, მაშინ მაინც ეღვიძოს ერს, რომ სხვისგან არ გაიგოს, რომ გადავრჩით”, _ წერს გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.