პრინც ჰარის და მეგან მარკლის ვაჟის, არჩის დაბადების დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილმა გადაწყვიტა მათ შვილს ტიტული არ ჰქონოდა, თუმცა ახლა მეგან მარკლი აცხადებს, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება სამეფო ოჯახმა მიიღო.
„ჩემი ორსულად ყოფნის პერიოდში ჰარის სამეფო ოჯახის წევრებმა უთხრეს, რომ არ გვეყოლებოდა დაცვა, ჩვენ შვილს არ ექნებოდა ტიტული და გამოთქვამდნენ შეშფოთებას, თუ რამდენად მუქი შეიძლება ყოფილიყო ჩვენი შვილის კანი დაბადებისას“,_ აღნიშნული განცხადება მეგან მარკლმა ოფრა უინფრეისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
როგორც ჰერცოგის პირველი დაბადებული ვაჟი, არჩი შეიძლებოდა გამხდარიყო დუმბარტონის გრაფი ან ყოფილიყო ლორდი არჩი მუნტბატენ – უინძორი.