https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„მეგრულად ისე ჩოუკვარახჭინებდი ხოლმე სიტუაციას მსაჯებს, ვერ მსჯიდნენ…“

6:05; 27.05.2018
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელ წერილში ახლო წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელების მორიგ მოგონებებს წარმოგიდგენთ. ეს დღეს არის, თანამემამულე გულშემატკივრები უცხოური გუნდებისა და ვარსკვლავების შესახებ ზედმეტადაც რომ არიან ინფორმირებულები. დარწმუნებული ვარ, სპორტულ ჟურნალისტებს თუ არ ჩავთვლით ქართველი „ტყავის ბურთის“ თაყვანისმცემლები ეროვნული გუნდის მთლიან შემადგენლობასაც კი ვერ დაგისახელებენ. სამაგიეროდ ჩინებულად არიან გათვითცნობიერებულები მადრიდის „რეალის“, კატალონიური „ბარსელონასა“ და მიუნჰენის „ბაიერნის“ ამბებში.

იყო დრო როდესაც საქართველოში ფეხბურთი განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა, მოთამაშეებს კი ხელის გულებზე ატარებდნენ. სამწუხაროდ ეს დრო ტკბილ წარსულს შემოგვრჩა და მხოლოდ მოგონებების იმედზეღა დავრჩით…

დღევანდელი წერილის პირველი სტუმარი ბატონი ალექსანდრე ჩივაძე იქნება.

„18 წლის ვიყავი, როცა “დინამოს” დუბლებში გამომიძახეს. იმ პერიოდში თბილისის “დინამოს” ტაშკენტსა და ალმა- ათაში ჰქონდა თამაში. პირველ შეკრებაზე მითხრეს:

— ჩემოდანს, რომელშიც ფორმა აწყვია, შენ წამოიღებო.

ყურებს და თვალებს არ ვუჯერებდი… ციმციმ ავწიე ჩემოდანი, რომელშიც ძირითადი შემადგენლობის ფორმა იყო მოთავსებული. მიჭირავს ჩემოდანი და ისეთი ამაყი ვარ, ვერ გადმოგცემთ.

ჩავედით. ბიჭებმა დაიძინეს, მაგრამ მე რა დამაძინებს?

ფეხაკრეფით მივედი, ჩუმად გავხსენი ეს დიდ განძი, მაისური ამოვიღე, გადავიცვი, სარკეში ჩავიხედე, პირჯვარი გადავიწერე და ვთქვი:

– ღმერთო, აღარ გამხადო – მეთქი… ისეთი სიყვარულით და მოწიწებით ვთხოვე…

ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც მე ამიხდა ჩემი ბავშვობის ოცნება.

“დინამოს” ფორმის ტარება ჩემთვის დიდი სიამაყე, ბედნიერების განცდა და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იყო.

ეს კი არა, თამაშს თუ წავაგებდით, ქუჩაში ვერ გამოვდიოდით მორიდების გამო“.

საფეხბურთო ესტაფეტას ბატონი ოთარ გაბელია გადაიბარებს.

„მსაჯებთან კონფლიქტი მინდორზე გარდაუვალია, წითელი ბარათი არასოდეს მოუციათ, გაფრთხილება კი სულ სამჯერ მივიღე. მეგრულად ისე ჩოუკვარახჭინებდი ხოლმე სიტუაციას მსაჯებს, ვერ მსჯიდნენ. გაწევ – გამოწევაც ყოფილა.

მინსკის „დინამოსთან” გვქონდა თამაში. მსაჯს ცოტა ადრე უნდოდა დამთავრება, ბილეთი ჰქონდა მატარებელზე და აგვიანებდა. ბუტენკო იყო გვარად. ჰოდა, ძირითადი დრო ამოიწურა და არ ამატებს არაფერს. დავუძახე – რუსულად, რასაკვირველია:

– „ჩტო, ნა პოეზდ აპაზდივაეშ?”

მაშინ მომცა ყვითელი ბარათი. საოცარია, მაგრამ ზოგიერთ მსაჯს ქართული ესმოდა. რაც ჭირდებოდათ, მშვენივრად იგებდნენ.

კი, ისიც მართალია, რომ მცველებს სულ ვეჩხუბებოდი, აბა, რა უნდა მექნა?! ემოციური კაცი ვარ და კარში დარტყმა ხუმრობა საქმეა? ხანდახან უწმაწურ სიტყვებსაც ვიძახდი, როცა ვხედავდი, რაღაც ისე რომ ვერ იყო.

წინასწარ ვეუბნებოდი ბიჭებს, შეიძლება წამომცდეს გინება და არ გეწყინოთ – მეთქი.

როცა მოდუნებული ვიყავი, თამაში არ გამომდიოდა.

ზოგჯერ, ჩემთვისაც კი ვყვიროდი. გიჟიაო – უთქვამთ ხოლმე. სულ ტონუსში უნდა ვყოფილიყავი და რა უნდა მექნა?!

მეკარე ყველაფერს ხედავს, რაც მინდორზე ხდება. ხანდახან შეიძლება ზედმეტი გამომდიოდა, მაგრამ ახლა რომ მუნჯები არიან მეკარეები, ასე კი არ იყო მაშინ.

მე ამას სპორტულ კონფლიქტს ვეძახი.

ჩემთვის მთავარი იყო – შეცდომა არ დაეშვათ, გინებას რას დავეძებდი?!

კარიდან გამუდმებით რომ ვყვიროდი, არ დაარტყმევინოთ – მეტი, ჭომამ (თენგიზ სულაქველიძე) მითხრა:

– აბა, რაღად გვინდა მეკარე, წადიო სახლშიო…

ერთხელ დათო მუჯირს გამოვეკიდე. მე და ხიზანა ( ნოდარ ხიზანიშვილი) ჯერ კიდევ სოხუმის “დინამოდან” ვმეგობრობთ. მერე, თბილისის “დინამოში” რომ მოვედი, სულ ერთ ოთახში ვცხოვრობდით ბაზაზეც და სასტუმროშიც, თან ჩემი შვილის ნათლიაა.

ჰოდა, კიევის “დინამოსთან” თამაშის დროს ბლოხინმა მოატყუა ხიზანა, ჩააწოდა თავისიანს და იმანაც დაარტყა, მარა სასწაული ბურთი ავიღე.

აი, მერე კი მუჯირს გამოვეკიდე:

– ჩემთან რა გინდაო? – გარბის გადარეული.

– “სტრახოვკა” რატო არ გაუკეთე – მეთქი! – რა უნდა მეთქვა, აბა?!

ხიზანას ვერ შევაგინებდი და იმის მაგივრად მუჯირს მოხვდა…

ყველა გოლი, რომელიც ჩემს კრში გასულა, რასაკვირველია უსიამოვნო იყო.

კიევის “დინამოში” ერთი ევტუშენკო იყო, ის მაგიჟებდა. რამდენჯერაც კიევის “დინამოსთან” გვქონდა თამაში, მაინცდამაინც ევტუშენკო შემიგდებდა ხოლმე ბურთს. შეცვლაზეც რომ შემოსულიყო, მაინც ახერხებდა გოლით ჩემს გამწარებას.

თბილისში კიდევ ისეთ დღეში ჩამაგდო…

ბურთი ორჯერ ავიღე ზედიზედ და საშიშროებას აღარ ველოდი. ბიჭოს, მაშინ არ შემიგდო და თანაც ქუსლით გამიტანა?!

კინაღამ გავაფრინე… ჩვენთან ჰქონდა განსაკუთრებული ყისმათი.

არა, კარში დგომა ხუმრობა არაა, დარტყმა – მით უმეტეს.

ეს ისეთი განცდაა, ენით რომ ვერ გადმოსცემ“.

ალბათ გახსოვთ საბჭოთა კავშირის თასის ფინალური ორთაბრძოლა მოსკოვის „დინამოსთან“ და მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების სერიაში თბილისის „დინამოს“ კარის დარაჯის გმირობა.

„მართლმადიდებელი ვარ, მონათლული, ღმერთი მწამს და რაც ჯიშში და გულში გაქვს, ვინ წაგართმევს კაცს?

მოსკოვში, სპარტაკიადაზე ერთი თვე ვიყავი. მერე მოსკოვის “ტორპედოსთან” გვქონდა თამაში და ოთხ დღეში თასის ფინალი იყო. ნოდარ ახალკაცმა, იმ თამაშში, დათო გოგია დააყენა კარში, მაგრამ ბოლო წუთზე ფეხი იტკინა დათომ. არ ვიცოდი დათო თუ ვერ შეძლებდა თამაშს. ჩემთვის ვარ ნომერში, ბიჭები დომინოს ვთამაშობთ და გვიან საღამოს სერგო კუტივაძემ დარეკა – მოემზადოსო.

რომ გავიგე, გაბელია მოემზადოსო, გავშეშდი. როგორია მოსკოვის “დინამოსთან” ამნაირი ამბავი?! სასწრაფოდ გავყარე ბიჭები. მთელი ღამე ფიქრისგან არ დამიძინია.

როგორც იქნა გათენდა, თამაშიც დაიწყო და ძირითადი დრო 0 – 0 დავამთავრეთ.

წინ პენალტებია. მე კი სწორედ პენალტების სერიის დაწყების წინ პირჯვარი გადავიწერე.

მაინცდამაინც მე მომიშვირეს ფოტოაპარატები, ტელეკამერამაც დააფიქსირა პირჯვრის გადაწერა. იმ გაგანია კომუნისტების დროს, რავარი იყო ამისთანა რამ, მაგრამ მაშინ მაგაზე არც მიფიქრია.

მოკლედ, ქვეყანამ ნახა ჩემი “გლახა ” საქციელი.

რუსები იმან გააგიჟა, თასი რომ ავიღეთ და ჩემს პირჯვარზე გადატეხეს ჯოხი.

მაშინ, ცხონებული ჟიული შარტავა იყო კომკავშირის ცეკას მდივანი. ჰოდა, აფრინეს მოსკოვიდან ელვა – დეპეშები: „ ემუ ნე მასტერსტვო პომოგ, ა, ბოგ” – ო და რაცხა ამფერი სისულელეები.

ახლა საქართველოდან მიაელვადეპეშეს:

– დავსაჯეთ, გავაფრთხილეთ, კრებაც ჩავატარეთ, ერთი სიტყვით, შავ დღეში ჩავაგდეთ გაბელიაო.

არადა, პატრიარქის ყურამდეც მივიდა ჩემი პირჯვრის გადაწერის ამბავი.

რას ერჩითო, უთქვამს, უწმინდესმა მომიწონა საქციელი.

გავიდა ხანი და “დინამოელები” ილია მეორეს პირიპირ აღმოვჩნდით (ისე, არაერთხელ მივსულვართ და ლოცვა – კურთხევა მიგვიღია, რაც დიდი მადლი იყო თითოეული ჩვენგანისთვის).

დიდი პატივი იყო მასთან შეხვედრა და ხომ უნდა ეამბორო პატრიარქს?

ჰოდა, რომ უნდა ვეამბორო (სათითაოდ წარგვადგინეს), თვითონ გადამეხვია და გადამკოცნა.

გაოცებას ვერ ვმალავდი, ახსოვდა ის პირჯვრის გადაწერა“.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

“ბორჯღალოსნებმა” ნიდერლანდებს მოუგეს

18:12; 15 თებერვალი, 2026
სპორტი

ნიდერლანდებთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

16:48; 13 თებერვალი, 2026
სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია

21:57; 12 თებერვალი, 2026
სპორტი

ნიკა ეგაძე, ფიგურულ ციგურაობაში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფინალშია!

09:55; 11 თებერვალი, 2026
სპორტი

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზს ხვალ დაიწყებენ

11:57; 5 თებერვალი, 2026

ნოდარ ჩაჩუა თავისუფალია _ “ჩემი ქმედება არ აღმოჩნდა დასჯადი”

"მერიამ ნებართვა მოგვცა" _ რატომ მოჭრეს ხეები ნაძალადევში

ყველა სიახლე

საზოგადოება

“აშშ-დან გაკეთებული შემოწირულობის გამო კომუნიკაციების კომისიამ “კავკასიას” მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო” – ჯანგირაშვილი

19:55; 16.02.2026
საზოგადოება

„შენი თავგანწირვით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით თუ, რა ფასად მოიპოვება თავისუფლება“

19:23; 16.02.2026
პოლიტიკა

სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობა იქნება საჭირო – ვის უნდა მიმართოთ

18:34; 16.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:46; 16.02.2026
საზოგადოება

ვის გადასცემს “ფორმულას” წილს კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი

17:25; 16.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

17:20; 16.02.2026
საზოგადოება

ხანძარს ქალი ემსხვერპლა

16:54; 16.02.2026
ფინანსები

თუ პროგრამირება გაინტერესებს, დარეგისტრირდი Code IT-ზე  – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

16:06; 16.02.2026
პოლიტიკა

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

15:35; 16.02.2026
სამართალი

რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ ზვიად რატიანის საქმეზე

15:11; 16.02.2026
სამართალი

მოსწავლემ სკოლაში თვითდაზიანება მიიყენა

14:59; 16.02.2026
საზოგადოება

“ერბო“, „ნადუღი“, „კარაქი” დაილუქა” – სად გამოავლინეს რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები

14:31; 16.02.2026
საზოგადოება

ხანძარი სკოლაში – ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

14:22; 16.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: რუსეთი არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ტერიტორიის 20%-ზე, ექსტრემალური ძალები კი – 100%-ზე, ვუპირისპირდებით

13:35; 16.02.2026
სამართალი

ავტობუსის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ

13:24; 16.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო