ცნობილი გახდა, რომ ახლო წარსულში პოპულარული ამერიკელი კალათბურთელი მეჯიქ ჯონსონი მილიარდერთა სიაში აღმოჩნდა.
ცოტა ხნის წინ, ჟურნალმა „Forbes“ 64 წლის ჯონსონის ქონება 1.2 მილიარდ დოლარად შეაფასა. ყოფილი კალათბურთელი ფლობს წილებს სხვადასხვა სპორტულ გუნდში, თუმცა მისი ქონების დიდი ნაწილი სადაზღვევო კომპანიიდან მოდის, რომელშიც მას ასევე აქვს წილი.
„Forbes“-ის მილიარდერთა სიაში მეჯიქ ჯონსონის გარდა კიდევ სამი სპორტსმენია – NBA-ს ლეგენდები მაიკლ ჯორდანი და ლებრონ ჯეიმსი, ასევე გოლფის ვარსკვლავი ტაიგერ ვუდსი.
ავტორი