მექსიკაში სროლის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა. rt – ის ცნობით, ინციდენტი კურორტ აკაპულკოსთან მოხდა, სადაც მაცხოვრებლები ადგილობრივი პოლიციის ძალებს დაუპირისპირდნენ.
სროლის მიზეზი პოლიციელების მხრიდან ზეიმზე ერთ-ერთი ახალაგაზრდისთვის უხამს ქცევაში წაყენებული ბრალდება გახდა.
ფერმერები მას გამოესარჩლნენ, პოლიციელებმა კი ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა.
მოგვიანებით, ადგილობრივმა პოლიციამ ქალაქში შესულ სახელმწიფო ჯარსა და პოლიციელებს გაუწიეს წინააღმდეგობა, რის შედეგადაც 3 ადგილობრივი პოლიციელი გარდაიცვალა. სამთავრობო ოპერაციის შედეგად 30 ადგილობრივი სამართალდამცველი დააკავეს.