მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მეხიკოს ყოფილმა მერმა, ანდრეს მანუელ ლოპეზ ობრადორმა გაიმარჯვა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
ამომრჩეველთა ხმების წინასწარი მონაცემების მიხედვით, მას ხმა 53%-მა მისცა.
როგორც ობრადორმა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, ის შეეცდება მეგობრულ ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისა და განვითარებისთვის და აღნიშნა, რომ მისი მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი კორუფციის აღმოფხვრა იქნება, გარდა ამისა, ინვესტიციების მოზიდვა და მიმდინარე ხარჯების შემცირება დააანონსა.
მაუწყებლის ცნობით, მექსიკაში საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ 130 პოლიტიკოსი და საპრეზიდენტო კანდიდატი მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობა ყოფილ მთავრობაზე გაბრაზებულია კორუფციის გავრცელების და განსაკუთრებით მწირი ეკონომიკის გამო.