„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა .
„კადრულობენ ყველაფერს, კადრულობენ ისეთ ტყუილებს, როგორიც არის, რომ თურმე მე დავაჭერინე მიხეილ სააკაშვილი. თითქოს ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის არის კონფლიქტი. თითქოს მე მეცხრე ცაზე ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში. ამ ყველაფერს აკეთებენ მძიმე მდგომარეობაში მყოფები. რა ვქნა ახლა, ჩემი ბრალი არ არის ის, რომ „ქართული ოცნება“ არის ისეთი, როგორიც არის. მათ აქვთ ნერვიულობის საფუძველი, მაგრამ საზოგადოება კიდევ უფრო მეტად დარწმუნდება ჩემს სიტყვებში, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს მღელვარების საფუძველი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ირაკლი ღარიბაშვილმა 11 ოქტომბერს განაცხადა, რომ ყველაზე მეტად ნიკა მელიას გაუხარდა მიხეილ სააკაშვილის დაკავება.