პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, 2020 წლის არჩევნებში მისი პოლიტიკური გაერთიანება მონაწილეობას მიიღებს და კანდიდატებს დააყენებს ყველა მაჟორიტარულ ოლქში, გარდა იმ ოლქისა, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ნიკა მელია მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.
“ქართულმა ოცნებამ” ნიკა მელიას დეპუტატის სტატუსი უსამართლოდ ჩამოართვა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მან ეს სტატუსი უნდა აღიდგინოს.
პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნა“, ყველგან მიიღებს მონაწილოებას და ყველგან დააყენებს კანდიდატს, შესაძლოა 2-3 ოლქის გარდა.
მაგრამ, ნიკანორ მელია სადაც დადგება იქ კანდიდატს არ დავაყენებ. იმიტომ, რომ მე ხმა არ მიმიცია მისი პარლამენტიდან გაგდებისთვის. ანუ, ეს ადამიანი უსამართლოდ გააგდეს პარლამენტიდან და რადგანაც უსამართლოდ გააგდეს, ერთი მანდატი, რომ დავუთმო არაფერი არ დაშავდება.
პირადად მე კი, ისევ ისნის რაიონში ვბრძოლებ მაჟორიტარობისთვის და უკვე შემიძლია ვთქვა, რომ აქ არც „ოცნებას“ არ აქვს შანსი და არც ოპოზიციას, გინდა ერთიანად, გინდ ცალ-ცალკე!“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.