“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის “ფლანგებს” შორის დაპირისპირებაა.
მდინარაძემ ცოტა ხნის წინ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჩატები გაასაჯაროვა, სადაც, მისი მტკიცებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიმოწერაა ასახული.
“ჩამოიშალა ნაცმოძრაობა დღეს, მელიას ფლანგის და მიხეილ სააკაშვილის ფლანგის დაპირისპირება ისეთი აშკარაა დღეს, შიგნიდან ისეთი ინფორმაციები გამოდის, თქვენ ეხლა ეს გაღელვებთ. ესეთი გაწიწმატება თქვენი, ორი არხის, “ფორმულასი” და “მთავარი არხის”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.