ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობას საპროცედურო საკითხთა, წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა მხარი დაუჭირა. კომიტეტების გადაწყვეტილებას ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს.
გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა.