,,ჩემო ამერიკელებო, აშშ-ის პირველი ლედობა ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო“, _ ამის შესახებ აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა ამერიკის მოსახლეობის მიმართ გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართვისას განაცხადა, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა
ვიდეო მიმართვაში აშშ-ის პირველმა ლედიმ, ასევე, აღნიშნა, რომ ამერიკელებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ ძალადობა არასდროსაა პასუხი და მას არასდროს ექნება გამართლება.
„ჩემო ამერიკელებო, აშშ-ის პირველი ლედობა ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო. მე შთაგონებული ვარ წარმოუდგენელი ამერიკელებით, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას თავიანთი სიკეთითა და სიმამაცით ადიდებენ.
როდესაც თეთრ სახლში მოვედი, ვფიქრობდი ის პასუხისმგებლობაზე, რასაც ყოველთვის ვგრძნობდი, როგორც დედა. ჩვენი, როგორც ზრდასრულების და მშობლების ვალია უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ საუკეთესო შესაძლებლობები, იცხოვრონ სავსე და ჯანსაღი ცხოვრებით“, – განაცხადა მელანია ტრამპმა ვიდეო მიმართვისას.
ცნობისთვის, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.