SOS.SOS.SOS.SOS.SOS.SOS. მეორე დღეა 24 შშმ პირი იყინება. არ არის დენი და ვერაფრით ვათბობთ ჩვენს ბენეფიციარებს. ყოველ დარეკვაზე თქვენი ოპერატორები გვპასუხობენ, რომ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
მეორე დღეა ასე გვატყუებენ და ამასობაში გაგვეყინა 24 შშმ პირი.
მოწყვლადი ჯგუფია, ვერ გაუძლებენ ამდენი დღე სიცივეს. საშინელ დღეში არიან! გაყინულები არიან!
ლოკაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ურეკი, _ აღნიშნული პოსტი შშმ პირთა პანსიონატ “ბარბარეს” ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
“გურია ნიუსი” ენერგოპრო ჯორჯიას პრესსამსახურს დაუკავშირდა.
“კომპანიისთვის ცნობილია აღნიშნული საკითხი. სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია” ყველაფერს ცდილობს, რათა ძაბვა მალე მივაწოდოთ”, _ გვითხრეს ენერგო-პროში.