მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ალექსანდრე ყვარელაშვილს დღეს 100 წელი შეუსრულდა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირქტორი ვლადიმერ იმნაძე და სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები ვეტერანს საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში ესტუმრნენ, იუბილე პირადად მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
100 წლის იუბილე ბაბუას 3 თვის გაბრიელმაც მიულოცა. ალექსანდრესა და შვილიშვილს შორის ასაკობრივი სხვაობა ზუსტად 100 წელს შეადგენს. (R)