ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფელ გოგოლესუბანში (მჭედლების სერი), სოფელ შუა ამაღლებაში, სოფელ გუთურში (ძველი სასაფლაოს მიმართულებით) გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციის სამუშაოებზე ტენდერი მერიამ ხელახლა გამოაცხადა. 124 936 ლარის სამუშაოებზე შესყიდვა 30 იანვარს იყო გამოცხადებული, თუმცა, ტენდერი იმ მიზეზით ჩავარდა, რომ მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.
ელექტრონულ ტენდერში, რომელიც აუქციონის გარეშე მიმდინარეობს, წინადადებების მიღება უკვე დაწყებულია და 22 თებერვლამდე გაგრძელდება.