მექსიკამ აშშ-ს ხელისუფლებას ნარკობარონი რაფაელ კარო კინტერო და ნარკოკარტელის 29 სხვა წევრი გადასცა, _ ამის შესახებ CNN აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება.
კინტერო გვადალახარას კარტელის ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომელიც 1970-იან და 1980-იან წლებში აშშ-ში ნარკოტიკებით ვაჭრობაში იყო ჩართული.
ის იხდიდა 40-წლიან პატიმრობას აშშ-ის ნარკომანიის ადმინისტრაციის (DEA) აგენტის ენრიკე კამარენას გატაცების, წამებისა და მკვლელობისთვის.
2013 წელს ის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს გათავისუფლება ტექნიკური შეცდომის გამო მოხდა. თუმცა, კინტერომ გაქცევა მოახერხა. ის მექსიკის სამართალდამცავებმა 2022 წელს ისევ დააკავეს და მას შემდეგ შეერთებული შტატები კინტეროს ექსტრადიციას ითხოვს.
როგორც Reuters აღნიშნავს, კინტეროს და ნარკოკარტელის წევრების გადაცემა მოხდა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადების ფონზე, რომ იგი აპირებს მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 25-პროცენტიანი ტარიფების შემოღებას.
































































