BBC- ის ინფორმაციით, ტროპიკული ქარიშხალი ჰელენა ძლიერდება კარიბის ზღვის აუზში. გავრცელებული ინფორმაციით, ის მიემართება მექსიკის იუკატანის ნახევარკუნძულისკენ.
მეტეოროლოგები აფრთხილებენ, რომ ჰელენი შესაძლოა გადაიქცეს მესამე კატეგორიის ქარიშხალად.
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულმა ქარიშხლების ეროვნულმა ცენტრმა (NHC) განაცხადა, რომ ის სავარაუდოდ გაივლის იუკატანის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს უახლოეს საათებში და ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით, ფლორიდას დაატყდება თავს.