მექსიკაში 30-მდე ქართველი მექსიკურ ნარკოკარტელს ჰყავს დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი სამი დღეა ტყვეობაში იმყოფებიან. გამტაცებლები კი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 90 000 დოლარს ითხოვენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საელჩო კავშირზე რჩება იმ მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, რომლებმაც ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით მიმართეს საელჩოს.
„საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით“, _ ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.