პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთში შეხვედრა გაიმართა.
უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე და ორგანიზაციის წევრები, რაიცენტრალურისა და ზვანის უბანში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრაზე ადგილობრივებს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სამომავლო გეგმები გააცნეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
„სალომე ზურაბიშვილი არის ის კანდიდატი, რომელსაც აქვს პოლიტიკაში დიდი გამოცდილება და საერთაშორისო კავშირები. ის პირნათლად შეასრულებს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს“, _ აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.