“ქართული ოცნების” ოზურგეთის საარჩევნო შტაბის უფროსი, მერაბ ჭანუყვაძე მხარდამჭერებს მადლობას უხდის:
“მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას _ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ ერთგულებით, სიყვარულით ემსახურებით ქვეყანას!
თქვენთან ერთად ბრძოლა გამარჯვებისთვის არის უდიდესი პატივი ჩემთვის, _ წერს ჭანუყვაძე სოციალურ ქსელში.
ოზურგეთში სალომე ზურაბიშვილმა 44.21 % აიღო.
აღანისშნავია, რომ ოზურგეთი არამარტო რეგიონში, არამედ ქვეყნის მაშტაბითაც გამორჩეული ოლქი იყო იმ მიმართულებით, რომ მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურს ვერ იყენებდა.
ოზურგეთს დამოუკიდებელი მერი ჰყავს, რომელსაც მმართველი გუნდის წევრები “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერასა და ინტერესების გატარებაში სდებს ბრალს.
ამის მაგალითად ოცნების ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრები მერის მიერ თანამდებობებზე დანიშნულ “ნაციონალების” აქტივისტებს ასახელებენ.
შარაშენიძე ამ თემაზე კომენტრს არ აკეთებს. მრავალგზის მცდელობს მიუხედავად ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს.