UFC 323-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.
ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, დვალიშვილმა საფირმო “თეიქდაუნები” ვერ შემოგვთავაზა და მეტოქისგან არაერთი მტკივნეული დარტყმა მიიღო.
ამ მარცხით დვალიშვილის ზედიზედ 14-მატჩიანი მოგებათა სერია დასრულდა. სუპერ მსუბუქ წონას კი იანის სახით ახალი ჩემპიონი ჰყავს. ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება დვალიშვილისა და იანის მესამე რემატჩი.


































































