აჭარაში საპატრულო პოლიციის წინააღმდეგ მიმართული კამპანია 9 მარტს დაიწყო, მას შემდეგ, რაც აქტივისტმა მერაბ ღოღობერიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ,
რომ პოლიციის ხელმძღვანელი ადგილობრივ მოსახლეობას შეურაცხყოფას აყენებდა, თუმცა მას ამის დამადასტურებელი ჩანაწერი ან სხვა სახის მტკიცებულება არ აქვს.
მერაბ ღოღობერიძის განცხადებით, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის წინააღმდეგ არსებულ ფაქტებზე რეაგირებას სთხოვდა, მაგრამ მას შშს-დან
პასუხი არ მიუღია.
„ის აგრესია რაც ხდებოდა, ის წამოძახილები რაც ხდებოდა, ჩვენ ამას ვდებდით და ვაშუქებდით, რომელიც ვფიქრობ რომ დღესაც შესაბამისად დამატებითი კადრები რომ გვქონდეს,
ჩვენ კიდევ ერთხელ დავდებთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვიტყვით, რომ არ შეიძება პოლიცია ასე აგრესიულად ექცეოდეს აჭარაში მოქალაქეებს
და ამაზე არ რეაგირებდეს ხელისუფლება,“ – განაცხადა მერაბ ღოღობერიძე.
მისი თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეებს 50-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 200 და 400-ლარიან ქვითრებს უწერდნენ.
„ამის შემდეგ შელაპარაკებაში გადაჰყავდათ ეს ყველაფერი და არაერთი პირი დააკავეს,“ – აცხადებს მერაბ ღოღობერიძე.
ის გუშინ ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას არ იღებს და ხელისუფლების არასათანადო რეაგირებაზე საუბრობს.
წყარო: რუსთავი 2