ლანჩხუთში, სუფსის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ახლომდებარე სოფლების მოსახლეობამ ერთობლივი აქცია გამართა გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით.
შეკრებილები ხელისუფლების მხრიდან ყურადღების მიქცევას მიზნით ავტომაგისტრალის და სარკინიგზო ლიანდაგის გადაკეტვას გეგმავდნენ.
თუმცა, მოგვიანებით მათთან შესახვედრად ლანჩხუთის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები მივიდნენ.
მოსახლეობა უპირობო გარანტიას ითხოვდა, რომ აღნიშნული გზის მონაკეთის რეაბილიტაცია 2020 წლის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნუსხაში იყოს გათვალისწინებული.
“მერე ტყუილად არავინ მოგვადგეს, ხმა მოგვეცითო. ამდენი წელია, მხოლოდ დაპირებებს ვისმენთ, შედეგი კი არაფერია”, _ ამბობდნენ შეკრებილები და კონკრეტული დროის დათქმას ითხოვდნენ საბოლოო პასუხის მისაღებად: ” ან კი, ან არა, ახლა იქნება, მერე იქნება, არ გვინდა ასეთი პასუხები.”
საბოლოოდ ადგილობრივ ხელმძღვანელობასა და მოსახლეობას შორის შეთანხმება შედგა, რომ პირველი მარტისთვის ყველა ინფორმირებული იქნება. გაკეთდება თუ არა ეს გზა.