დღეს, 8 აპრილს ათი მუნიციპალიტეტის მერი შეიკრიბა ქუთაისში იმის განსახილველად, თუ როგორ გაიზარდოს მუნიციპალიტეტების ჩართულობა მათი თემების სოციალური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრნენ ცენტრალური ხელისუფლებისა და მუნიციპალური თვითმმართველობის წარმომადგენლები, დონორები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი და ახალციხის, ამბროლაურის, ბათუმის, დუშეთის, ქარელის, ქუთაისის, მარნეულის, ოზურგეთის, თელავისა და ზუგდიდის მერები.
მემორანდუმზე ხელი ოზურგეთის ვიცემერმა, გიორგი ღურჯუმელიძემ მოაწერა.