დღეს ოპოზიციის ნაწილი მერობის კანდიდატს ოფიციალურად დაასახელებს. მანამდე კი ცნობილი ხდება, რომ ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია იქნება, ხოლო დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი _ ელენე ხოშტარია.
ასევე, დღეს პარტია “გირჩი- მეტი თავისუფლების” წევრები 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თბილისის მასშტაბით, ოპოზიციურ პარტიებთან ერთჯერადად თანამშრომლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ.
პარტიის ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი პარტიის წევრთა „ფეისბუქ“ ჯგუფში დღეს 12:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება.
„გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრაში მონაწილე წევრთა ხმათა უმრავლესობით. პარტიის გადაწყვეტილება გამოცხადდება კენჭისყრის დასრულებისთანავე”, – აღნიშნულია პარტიის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.