ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების გაცემა დასრულდა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერია იუწყება, მუნიციპალიტეტში რსებული ოცივე საბავშვო ბაღის 630 აღსაზრდელმა 1 თვეზე ნორმით გათვლილი, არამალფუჭებადი პროდუქტი მიიღო.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პროდუქტების გაცემა საქართველოს პრემიერ მინისტრთან შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად გახორციელდა.