ამ წუთებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიას ნელ-ნელა ტოვებენ აქციის მონაწილეები.
როგორც ირკვევა, პარასკევს მუსლიმთა ლოცვის შემდეგ მხარეები ისევ შეიკრიბებიან და მოილაპარაკებენ.
“ხვალ ჩატარდება ჩვენს სამლოცველოში ლოცვა. შეიკრიბება ორივე მხრიდან 10-15 ადამიანი და გაიმართება მოლაპარაკება”,_ გვითხრა ნუგზარ ჭაღალიძემ.