დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლაში, ამავე სკოლის პედაგოგს, ციური ბაბილოძეს ოზურგეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ლელა იმედაშვილმა, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდების დამადასტურებელი სიგელი და სამკერდე ნიშანი გადასცა.
ციური ბაბილოძე სოფელ ჭანიეთის მკვიდრია და სოფელ მერიაში ჭანიეთიდან დადის, ათეული წლების მანძილზე. ახლახან მას 80 წელი შეუსრულდა, თუმცა, შემართებით და ნათელი გონებით, ის ახალგაზრდებს არ უდებს ტოლს და კვლავ განაგრძობს სკოლაში მუშაობას.
_ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა შემოგვთავაზა წარგვედგინა მუნიციპალიტეტის საუკეთესო პედაგოგი ამ ჯილდოზე. ჩვენ არჩევანი ქალბატონ ციურიზე გავაკეთეთ. იგი ამას იმსახურებს, _ განაცხადა ლელა იმედაშვილმა.
ციური ბაბილოძეს დამსახურებული ჯილდო მიულოცა სკოლის დირექტორმა და პედაგოგიურმა კოლექტივმა.
ციური ბაბილოძის დაუღალავი, შეუდარებელი პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ, „გურია ნიუსი“ ჩვენ მკითხველებს ხშირად აწვდიდა ინფორმაციას.
ვულოცავთ ქალბატონ ციურის დამსახურებულ ჯილდოს და ვუსურვებთ მას კვლავ მრავალ წარმატებას.
ხელნაწერი “ვეფხისტყაოსნის” ძალა და გულებში ადგილმიჩენილი მასწავლებლის სახე
60 წლის უნახავი მეგობრების “პარნასი”: „ ერთმანეთს 80 წლის ასაკში შეხვდნენ“