ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა რომ მერილ სტრიპი და მისი მეუღლე, მოქანდაკე დონ გამერი დაშორებულები ყოფილან. აღმოჩნდა, რომ წყვილი ერთმანეთს 6 წელია დაშორდა, თუმცა აქამდე ამას საზოგადოებასთან არ ამხელდნენ. მერილ სტრიპისა და დონ გამერის ქორწინება მთელ მსოფლიოში სამაგალითოდ ითვლებოდა.
მართალია, საზოგადოებას წყვილი ერთად 2018 წლის ოსკარის დაჯილდოების შემდეგ არ უნახავს, თუმცა მერილი თავისი ქორწინების ბეჭდით რამდენიმე დღის წინაც დააფიქსირეს.
გამერმა და სტრიპმა ერთმანეთი 1978 წელს გაიცნეს. ისინი 6 თვის შემდეგ დაქორწინდნენ და ოთხი შვილი შეეძინათ. წყვილი სხვადასხვა დაჯილდოებაზე ერთად ჩნდებოდა, თუმცა პირად ცხოვრებაზე კომენტარს ხშირად არ აკეთებდა. სტრიპმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ოჯახის შენარჩუნების მთავარი გასაღები კომპრომისზე წასვლაა და ისიც აღნიშნა, რომ დედობა მისთვის ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამოწვევაა.
ავტორი