რამდენიმე წლის წინ ცნობილმა ამერიკელმა კინომსახიობმა ტონი კერტისმა, რომელიც ეპოქალურ კომედიაში “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან” გადაღებით გახდა ცნობილი, სენსაციური განცხადება გააკეთა.
ის ამტკიცებდა, რომ მერილინ მონრო მისგან ორსულად იყო, მაგრამ მან ბავშვი ტრაგიკული შემთხვევის გამო დაკარგა.
კერტისის თქმით, მას და მონროს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე დაოჯახებული იყო, ერთმანეთი ძალიან უყვარდათ.
„როდესაც 1962 წელს მისი გარდაცვალების შესახებ შევიტყვე, შეძრული ვიყავი… მერილინის ამ ქვეყნიდან წასვლა ტრაგედიად აღვიქვი. ის საოცარი ქალი იყო“, – იხსენებდა ტონი.