დღეს, „გურია ნიუსის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას “ნატალია ხომერიკის ერთდღიანი თანამდებობა _ რა მოხდა ოზურგეთის მერიაში”, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ხომერიკის ერთდღიანი თანამდებობა ყველასთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა განმარტება მერის მრჩეველს იურიდიულ საკითხებში კოკა კიღურაძეს და იურიდიული სამსახურის უფროსს ლაშა თავაძეს საკრებულოს სხდომაზე მოსთხოვეს.
თავაძემ მერის, კონსტანტინე შარაშენიძის ეს გადაწყვეტილება საკმაოდ უცნაურად ახსნა და აღნიშნა, რომ ხომერიკის დანიშვნის ბრძანება ძალაში შესული არ იყო. არადა, შარაშენიძის ხელმოწერილ ბრძანებაში, რომელიც ექსკლუზიურად გავავრცელეთ, გარკვევით წერია, რომ ძალაშია ხელმოწერისთანავე.
კიღურაძე უფრო შორს წავიდა და დეპუტატები ჟურნალისტთან გადმოამისამართა:
_ ჟურნალისტს, ვინც ეს ბრძანება გამოაქვეყნა,მოსთხოვეთ ავთენტურობის დადგენა, _ მიმართა კუღურაძემ საკრებულოს დეპუტატებს, სადაც ოზურგეთელთა რჩეულების მხრიდან პროტესტი მოყვა.