ამ წუთებში დაბა ურეკის კულტურის სახლთან, სადაც „ქართული ოცნების“ საოლქო კონფერენცია მიმდინარეობს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის მოსახლეობის ნაწილია შეკრებილი. ისინი პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, გიორგი კვირიკაშვილთან საკუთარ პრობლემებზე უნდათ საუბარი.
კადრები, ამ წუთებში მივიღეთ ურეკიდან და მას დაუმონტაჟებელი სახით გთავაზობთ. რედაქცია ბოდიშს იხდის უცენზურო გამონათქვამების გამო და ემიჯნება ამას.