როგორც „გურია ნიუსი“ წერდა, მას შემდგ, რაც „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „მერცხალი“ შპს-დ გადაკეთდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, სტადიონზე მესამე თვეა ხელფასი არ დარიგებულა.
„გურია ნიუსის“ რედაქციას ამის შესახებ არაერთი შეწუხებული ადამიანი უკავშირდებოდა, რომლებიც ვინაობის გამხელას ერიდებოდნენ.
ახლახან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან შეგვატყობინეს, რომ „მერცხალის“ თანამშრომლებს უკვე გადაეცათ ორი თვის ხელფასი, რაც სტადიონზეც დაადასტურეს.