ეს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ მიირთმევენ მერცხლები აზიური ფაროსანას ნიმფებს (მატლებს), ოზურგეთელმა ფერმერმა აკაკი ღლონტმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ კოხნარში გადაიღო.
“აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში უფალმა მარტო არ დაგვტოვა და მისი ბუნებრივი მტერი მოგვივლინა. კარგად დააკვირდით ამ ვიდეოს (განსაკუთრებით, ბიომეურნეებმა) _ 0,2 ჰა სიმინდის ყანას 1 000-მდე ფრინველი დასტრიალებს თავს და პირწმინდად ანადგურებს მავნებლებს. კადრი შორიდან არის გადაღებული, ამიტომ ხარისხით ვერ დაიკვეხნის, მთავარი ფაქტია სასიხარულო”, _ ამბობს აკაკი ღლონტი.