პირდაპირ გეტყვით, მესამე ტალღის პიკში ვართ, ეს პიკი გაგრძელდება ალბათ 2-3 კვირა, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ეპიდსიტუაცია გაუარესებულია.
“ეპიდსიტუაცია გაუარესებულია მარტთან და აპრილის დასაწყისთან მიმართებაში. სამწუხაროდ, გვაქვს უკვე ერთ ათეულზე მეტი სიკვდილი ყოველდღიურად, ესეც ნიშანია იმის რომ ინფექცია სერიოზულად ცირკულირებს ქვეყანაში და სერიოზული მესამე ტალღა არის”, _ ამირან გამყრელიძემ.