ტყიბულში ერთ-ერთმა მეშახტემ ვენები გადაიჭრა. შემთხვევა მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციის შენობაში, დირექტორის კაბინეტში მოხდა.
პროფკავშირების წარმომადგენლის, გაგა ისაკაძის თქმით, 66 წლის კაცმა ჯანმრთელობის გეგმური შემოწმებისას სპეციალური კომისია ვერ გაიარა. მას ქრონიკული ბრონქიტი დაუდგინდა, რის შემდეგაც ადმინისტრაციამ დროებით ალტერნატიული სამსახური შესთავაზა.
დასაქმებულმა შეთავაზება გააპროტესტა და შედარებით დაბალი ანაზღაურების გამო კატეგორიული უარი განაცხადა.
„900 ლარი არ მყოფნიდა და 300 ლარს საიდან ვიმყოფინებ? მარჩენალი მეტი არავინ არის, ოჯახს მე ვარჩენ.. ვენები დირექტორის კაბინეტში გადავიჭერი“,- აცხადებს „მთავარ არხთან“ საუბარში მეშახტე.
იგი ტყიბულის საავარმყოფოში უგონო მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანეს. საავადმყოფოს ექიმის ინფორმაციით, დაშავებულს ორი ნაკვეთი ჭრილობა უკვე დამუშავეს და სახლში გაუშვეს.


































































