ბათუმში, მეშვიდე დღეა, 18 წლის ზაზა თევზაძეს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ბიჭი სახლიდან 22 მარტს გავიდა. “მეშვიდე დღეა, უშედეგოდ ვეძებთ.
სად შეიძლებოდა წასულიყო, არანაირი ვერსია არ გვაქვს”,-ამბობს დაკარგულის ახლობელი “გურია ნიუსთან”.
მისივე ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია პოლიციაც.