შემზარავი დანაშაული იმერეთის ერთ-ერთ სოფელში – რამდენიმე დღის წინ, ჩვილის ცხედარი ბოსელში იპოვეს, დედა მეშვიდე კლასელია, რომელიც სიკვდილს თავადაც სასწაულით გადაურჩა.
13 წლის გოგონას მამა, 36 წლის კაცი “შაბათის ეთერს” ეუბნება, რომ საკუთარი შვილიშვილის ცხედარი ბოსელში შეინახა. რამდენიმე საათის დაბადებული ჩვილი კაცის მტკიცებით მან საპირფარეშოში იპოვა.
გოგოს მამის მამის, 9 თვე 13 წლის გოგონას ორსულობა ვერ შეამჩნია და ამბავი მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც საპირფარეშოში შესულს ძირს დაგდებული ჩვილი დახვდა.
არასრულწლოვნის გადარჩენა ექიმებმა შეძლეს, სამედიცინო კვლევებით მშობიარობის ფაქტი დადასტურდა და კლინიკამ ადგილზე პოლიცია გამოიძახა.
ბავშვმა გამომძიებლებს შოკისმომგვრელი ჩვენება მისცა. არასრულწლოვანმა პოლიციას უთხრა, რომ მას სექსუალური კავშირი 2 არასრულწლოვანთან ჰქონდა. ერთი კი მისი მოგვარე და 16 წლის ბიძაშვილია.
არის თუ არა ჩვილის მკვლელობის თანამონაწილე, 13 წლის მშობიარის მამა – ახლა ეს გამოძიებისთვის მთავარი კითხვაა.
წყარო: ტვპირველი