„მე მესმის ხმები, რომ ივანიშვილი ცდილობს ნაცები დაიყენოს წინ და იოლია გამრჯვება. ღმერთმა დამიფაროს ასეთი მცდელობისგან, _ ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ივანიშვილის თქმით, მეორე ტურში “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს
„მე მესმის ხმები, რომ ივანიშვილი ცდილობს ნაცები დაიყენოს წინ და იოლია გამრჯვება. ღმერთმა დამიფაროს ასეთი მცდელობისგან. უნდა იყოს უკეთესსა და კარგს შორის არჩევანი”, _ განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, ნაციონალების გამარჯვების შემთხვევაში, ხელისუფლებას აქვს რესურსი, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დატოვონ და კანონს იქით არ გაუშვან.
„ნურავის აქვს ილუზია, რომ რამეს მოახერხებენ და ამოატრიალებენ. მძიმე იქნება ეს ეკონომიკისთვის. ყოველდღიური მცდელობა, რომელსაც ესენი მოახერხებენ: არეულობის შექმნა და დაბალპროგნოზირებადი გახდება სტაბილურობა და სტაბილურობაზე კითხვები გაჩნდება, რა თქმა უნდა, ამას მიაღწევენ და ეს რა თქმა უნდა დააზარალებს ეკონომიკას“,-განაცხადა ივანიშვილმა.





































































