Meta ამატებს ახალ ფუნქციებს Facebook Messenger-ს.
სერვისმა ცოტა ხნის წინ დანერგა ახალი ფუნქცია. კერძოდ, შესაძლებელი იქნება მესიჯის წაკითხვის, ე.წ. დასინვის ფუნქციის გამორთვა. შესაბამისად, ადამიანი ვეღარ დაინახავს თქვენ მესიჯი წაიკითხეთ თუ არა.
გარდა ამისა, საბოლოოდ შეგიძლიათ თქვენი შეტყობინებების რედაქტირებაც.
თუ გსურთ, წაკითხვის ჩვენების გამორთვა ყველა კონტაქტისთვის, გადადით პარამეტრებში, შემდეგ აირჩიეთ კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება. სმს წაკითხვა და გამორთეთ წაკითხულის ჩვენება.
თუ გსურთ „დასინვის“ ფუნქცია რომელიმე კონკრეტულ ადამიანზე გათიშოთ, ასეთ დროს უნდა დააჭიროთ წაკითხვა, შემდეგ კი მონიშნოთ მხოლოდ სასურველი კონტაქტები.