ზვავების მართვის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით მესტიის მუნიციპალიტეტს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროექტი – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, უნდა განისაზღვროს კონკრეტული ნაბიჯები და მიზანშეწონილობა.
„რაც შეეხება ბატონი სოზარ სუბარის შეკითხვას, ზვავების მართვის სისტემის დანერგვა მესტიის მუნიციპალიტეტში – როგორც ცნობილია ჩემთვის, მესტიის მუნიციპალიტეტს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროექტი.
სამინისტრო უშუალოდ დაინტერესდება ამ პროექტით და უნდა განვსაზღვროთ ამის მიხედვით კონკრეტული ნაბიჯები, მიზანშეწონილობა, ამაზე ვიმუშავებთ მუნიციპალიტეტთან ერთად”, – განაცხადა პრემიერმა.