მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში მე-18 დღეა 72 წლის მამაკაცს ეძებენ.
როგორც „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში სიმონ არღვლიანმა განუცხადა, სამძებრო ღონისძიებაში ჩართულია პოლიცია და სამაშველო სამსახური.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სახლიდან 29 მაისს გვიან ღამით გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.
ოჯახს არ აქვს რაიმე ვერსია, სად შეიძლება წასულიყო დაკარგული მამაკაცი.