მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაიშში, პოლიციელებს ადგილობრივები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ორი დღის წინ მოხდა. პოლიციელებმა ადგილობრივები, სავარაუდოდ, კომენდანტის საათის დროს გააჩერეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
ამ დროისთვის ინციდენტში მონაწილე სამი პირი დაკავებულია, ორს კი ეძებენ.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.