BBC-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი მესუთ ოზილი „არსენალს“ ტოვებს.
როგორც ცნობილია, ოზილი გუნდის დატოვების მიზეზად რასიზმს და უპატივცემულობას ასახელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ის გერმანიის ფეხბურთის ასოციაციამ გააკრიტიკა თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან ფოტოს გადაღების გამო.
როგორც ფეხბურთელი ამბობს, მან ელექტრონულ ფოსტაზე სიძულვილის ენით დაწერილი და მუქარის შემცველი რამდენიმე შეტყობინება მიიღო, გარდა ამისა, მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების წარუმატებლობაშიც დაადანაშაულეს.
ოზილის თქმით, მას გერმანიის საფეხბურთო ნაკრების ფორმის ტარების სურვილი აღარ აქვს.