სინოპტიკოსები ევროპაში მომდევნო სამი დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურის მატებას ელოდებიან. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მეტეოროლოგების ცნობით, ევროპაში ძლიერი სიცხე ჩრდილოეთ აფრიკიდან გავრცელებულ ცხელ ჰაერს უკავშირდება.
მაუწყებლის ინფორმაციით, ქვეყნების ნაწილში, მათ შორის საფრანგეთსა და შვეიცარიაში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო ესპანეთის ჩრდილოეთით პარასკევს, 45 გრადუსს მიაღწიოს.
საფრანგეთში ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ჰაერის მაღალი ტემპერატურა სიცოცხლისთვის სახიფათოა, ესპანეთში კი ტყის ხანძრების რისკზე საუბრობენ.