ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი დიტო გოგოლაძის სამძებრო-სამაშველო ოპერაციები მეტეოროლოგიური პირობების გამო, კვლავ შეჩერებულია. ორი დღის განმავლობაში, ძიების პროცესში ცოცხალ ძალასთან ერთად, ჩართული იყო ვერტმფრენიც. სამუშაოები, უამინდობისა და ზვავსაშიშროების გამო, გუშინ საღამოს შეჩერდა.
შეგახსენებთ, რომ 28 მარტს ბაკურიანში მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა და ერთი ადამიანი მოიყოლა. ჯგუფში, რომელიც ბაკურიანი-ტაბაწყურის დამაკავშირებელ ფერდობზე “ბურანებით” გადაადგილდებოდნენ, სულ 5 პირი იყო. სტიქიას 4 მათგანი გადაურჩა. ერთის პოვნა კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.