ყველასთვის საინტერესოა, როგორია მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზი, რასაც ახლავე გეტყვით.
2 ივლისს – როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და შედარებით გრილი ამინდი, 3-ში დღისით გამოიდარებს და მხოლოდ ზოგან შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა.
4 ივლისიდან, მეტეოროლოგიური სცენარი რადიკალურ ცვლილებას განიცდის: ანტიციკლონი გაბედულად მიიწევს საქართველოსკენ, რომელიც დროებით შეცვლის არასტაბილურ ამინდს, მზიანი დღე იქნება ყველგან და მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მომატება, ზოგან +35 გრადუსზე მაღლა!
მეტეოროლოგი – კობა ფარტენაძე