ისინი ჩვეულებრივი, მშრომელი ადამიანები არიან. ურეკში, ზღვისპირა ზოლის განაპირას,მოშორებით ცხოვრობენ და დღის სარჩოს მეთევზეობით შოულობენ.
უკვე საკმაოდ ცივა. მეთევზის დილა ადრიანად იწყება. ხელებს საგულდაგულოდ შეითბობენ სახელდახელოდ დანთებულ ცეცხლზე. ცას ახედავენ. რას პირდება ამინდი, გამოცნობაც წინასწარ შეუძლიათ და მომცრო ნავით შეცურავენ, ასეთივე ბადის მოსაქნევად.
_ძალიან გვინდა, უფრო კარგი სამუშაო გვქონდეს, დასაქმებული არა მარტო სეზონურად, არამედ სულ ვიყოთ, თუმცა, ჯერჯერობით, ასეა. ღმერთია მოწყალე, მთავარია, კარგად ვიყოთ, – ასეთია მეთევზეთა დილის დიალოგი.
ავტორი