“ამერიკის შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და არავინ სხვა”, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქის, მათ შორის პოლიციის ორი მაღალჩინოსნის სანქცირების გადაწყვეტილება არა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, არამედ გარკვეულმა ძალებმა მიიღეს _ ამის შესახებ ინფორმაციას ipn.ge ავრცელებს.
მეთიუ მილერს დაუსვეს შეკითხვა, რას ფიქრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციების საპასუხოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს არ იყო სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, არამედ სხვა ჯგუფების მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ასევე გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადება, რომელშიც მითითებულია, რომ “ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა“.
„შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და არავინ სხვა“, – აღნიშნა მილერმა.
ირაკლი კობახიძე აშშ-ს ელჩს შეხვდა: “ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა”