მეტროსადგურ “დიდუბეში” მგზავრი, სავარაუდოდ, ლიანდაგებში ჩავარდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ განუცხადა.
“დიდუბეში მგზავრი ბაქანში ჩავარდა და სხეულის დაზიანება მიიღო. დროულად მოიხსნა ძაბვა და მოხდა მისი გამოყვანა. დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ამ ფაქტის გამო, ადგილზე მობილიზებულია საპატრული ეკიპაჟი, დიდუბე-გურამიშვილის მონაკვეთზე მოძრაობის შეზღუდვაა, მგზავრებს ვემსახურებით ახმეტელის თეატრი-გურამიშვილი და “სადგურის მოედნიდან ვარკეთილის მიმართულებით”, _ამბობენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.