დღეს, მსოფლიო სოლიდარობის საერთაშორისო დღეა.
საქართველოს კარიტასი სოციალურ კამპანია ემეგობრეს ფარგლებში მართავს აქციას “სოლიდარობის ჯაჭვი ქუჩასთან კავშირში მყოფი ბავშვებისათვის”.
როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აქცია იმართება „იმისთვის რომ ბავშვებს ხედავდეთ არა გზაჯვარედინებზე, არამედ სათამაშო მოედნებზე.”
აქცია რუსთაველის მეტროს მიმდებარედ 16:30-ზე დაიწყება.